Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს შშმ ბავშვების განათლების სისტემაში ჩართვას

09 იანვარი, 2018 14:50

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას. 

როგორც ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, იანვრის დასაწყისში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველმა მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ და მის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა სტატისტიკის წარმოება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შეიმუშაოს სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია და განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის მექანიზმი, აღმოფხვრას შშმ ბავშვთა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენის რისკის გამომწვევი ფაქტორები და დახვეწოს რეფერალური მექანიზმი.

როგორც ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას. აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა, მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, შშმ ბავშვების შესახებ დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემების არქონა, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი და გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების მოძიების, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების ეფექტიანი მექანიზმისა და მიტოვების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია,  ტრანზიციის პროცესის არაეფექტურად წარმართვა, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის ინფორმირების დაბალი დონე, არაადაპტირებული საგანმანთლებლო სივრცე, გეოგრაფიულ მისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები და  სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^