სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სპეცოპერაციას ატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
სოფელ ომალოში პოლიციაა მობილიზებული და გადაკეტილია სოფლის შესასვლელი გზა. ერთ-ერთ ოჯახში კი ჩხრეკა მიმდინარეობს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.