Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებლების ანაზღაურების სქემა შესაძლოა შეიცვალოს

10 იანვარი, 2018 13:36

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებლების ანაზღაურების სქემა გადაიხედება.

დღესდღეობით პედაგოგი, სტატუსის მიხედვით სრულ სახელფასო დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუკი მუშაობს კვირაში არანაკლებ 15 საგაკვეთილო საათისა. თუმცა, მუშავდება ის ვერსიაც, რომ დანამატი პედაგოგების საგაკვეთილო საათებზე შესაძლოა აღარ იყოს მიბმული. ვინაიდან ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, კონკრეტული დეტალები, თუ როგორი იქნება მასწავლებლის ანაზღაურების სქემა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

20 დეკემბერს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სისტემაში დაგეგმილ ცვლელებებზე საუბრისას მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ 2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, დაგეგმილია, რომ მენტორის სტატურის მქონე პედაგოგის დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში) 1000 ლარი იქნება, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგისთვის კი - 700 ლარი.

მასწავლებელის ხელფასს, ძირითადად, საგაკვეთილო საათები და მასწავლებლის სტატუსი განსაზღვრავს. პედაგოგის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემის ფარგლებში მასწავლებლის ოთხი სტატუსი განისაზღვრება: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სტატუსის მიხედვით საბაზო/საშუალო ხელფასიც და დანამატიც განსხვავებულია.

დღესდღეობით, სტატუსის მიხედვით, მასწავლებლის დაუბეგრავი სახელფასო დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში ასეთია:

უფროსი მასწავლებლის მქონე სტატუსის პედაგოგის დანამატი 320 ლარია; წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოქნე პედაგოგისთვის 500 ლარი; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 700 ლარი.

სრული დატვირთვა გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც კვირაში 18 საგაკვეთილო საათია. სწორედ სრული დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ ე.წ. საბაზო ხელფასს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^