Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სამინისტრო იაშვილიდან გათავისუფლებულებზე - მედიაციის პროცესი დაგვიანებულია

10 იანვარი, 2018 17:47

ჯანდაცვის სამინისტროში იაშვილის კლინიკიდან 90-მდე თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით "ლიბერალს" განუცხადეს, რომ უშუალოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამინისტროსთვის არც სამსახურიდან გათავისუფლებამდე და არც შემდეგ არ მიუმართავთ. თუკი ისინი საავადმყოფოდან გამოშვებამდე სამინისტროს დამხარებისთვის მიმართავდნენ, ეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა, მედიაციის პროცესში ჩართულიყვნენ: "ამჯერად ამ ბერკეტის გამოყენება შეუძლებელია და ყოფილ თანამშრომლებს სამართლებრივი ბრძოლის ერთადერთი გზა – სასამართლო რჩებათ", - წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში და აქვე აღნიშნავენ, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სამინისტრომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე უკვე მიმართა.

იაშვილის კლინიკიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში 100-მდე ადამიანი რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს. სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ კლინიკიდან ისინი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გამოუშვეს. მათ დახმარებისთვის პროფესიულ კავშირს "სოლიდარობის ქსელს" მიმართეს. სწორედ ქსელმა მისწერა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს და სთხოვა, აღნიშნული საკითხით დაინტერესება. 

ამავე თემაზე: იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^