ქუთაისში მშენებარე კორპუსში მომუშავე მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი გულის შეტევის შედეგად გადმოვარდა შენობიდან და გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომლის შემდეგაც გაირკვევა გარდაცვალების რეალური მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.