Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს, 14 საათზე დუისის სასაფლაოზე დაკრძალავენ

11 იანვარი, 2018 13:14

თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს, 14 საათზე დუისის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, მას გული ოთხჯერ გაუჩერდა და ბოლო რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა. 

სპეცოპერაციის ღამეს სუს-მა კიდევ 4 ადამიანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, შემდეგ მათი დროებითი საცხოვრებლიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, მერე კი დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. სუს-ის მტკიცებით, მათ ასევე უზრუნველყვეს ჩატაევისა და მისი თანამზრახველების თბილისამდე ჩამოყვანა, დაეხმარნენ ბინის დაქირავებასა და იარაღის მოძიებაში.  

ოჯახი და ახლობლები უწყების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე სპეცრაზმელთა შეცდომას შეეწირა. გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოსგან „დამნაშავე სპეცრაზმელისა“ და იმ ადამიანის გამოვლენასა და დასჯას მოითხოვს, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა. ის აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად გაუსწორდება მას. 

„ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ამას მოვითხოვ როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მან პროკურატურისგან თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ადვოკატი განცხადების შეცვლას და ამ სტატუსის დედ-მამისთვის მინიჭებას მოითხოვს. ამასთან, ის გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს. 

„გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ მოვითხოვთ, მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული",- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

სპეცოპერაციის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. მისი შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები.

„ამიტომაც დღეს ამ ვითარებაში წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მე მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“,- განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

202-ე პანსიონიდან ბავშვის გადმოვარდნის ფ ...

ფონიჭალაში -  202-ე უსინათლო ბავშვთა პანსიონის მეორე სართულიდან ბავშვი გადავარდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით, ...
23 აპრილი
23 აპრილი

ერევანში სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ...

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და აწყობენ მსველობას ცენტრალური მოედნის ...
22 აპრილი
22 აპრილი

სოლიდარობა სომეხ ხალხს - სომხეთის საელჩო ...

დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან სომეხი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.  თბილისში შეკრებილები, ერევანში ...
^