Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა

11 იანვარი, 2018 13:42

10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი მოქალაქეებისთვის მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაცია განაახლა. უწყებამ ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით 4 კატეგორიად დაყო და საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია სომხეთი, აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა და სხვ.

საქართველოსთან მიმართებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არ იმოგზაურონ მხოლოდ რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომელთა საზღვარიც ზოგიერთ ადგილას შეიძლება შესამჩნევი არ იყოს. უწყების ცნობით, ამ რეგიონებში შესვლა გამოიწვევს პატიმრობას, ჯარიმას. აქ არის ნაღმები და სახიფათოა კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის გამო.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში ვერ მოხვდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რადგან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იქ ტერორიზმის საფრთხეა. ამის გამო, იქ მოგზაურობისას აშშ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მეორე კატეგორიაში მოხვდნენ არასტაბილური მდგომარეობის ქვეყნები, სადაც კრიმინალის მაჩვენებელიც შედარებით მაღალია.

მესამე კატეგორიაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა რუსეთი და აქ მოგზაურობისგან მოქალაქეებს თავის შეკავება ურჩია. იქ, უწყების მიხედვით, ტერორიზმის მომატებულ საფრთხესთან ერთად უხეშად ირღვევა მოქალაქეთა უფლებები და ამერიკელების მიმართ კეთილგანწყობილი არ არიან.

მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში მოგზაურობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით მის მოქალაქეებს სიცოცხლის რისკის ფასად მოუწევთ. ამ ჯგუფში, ძირითადად, ის ქვეყნები მოხვდნენ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან გადაუდებელ სიტუაციაში აშშ დახმარებისას შეზღუდული იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^