Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც

12 იანვარი, 2018 0:03

„უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია", - განაცხადა „ტფილისის ჰამქრის" დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ელისაშვილის აზრით, დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. „ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი უახლოესი პოლიტიკური გეგმების შესახებაც საუბრობს: „დაგეგმილია უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი, რადგან არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ჩემი გაცნობის სურვილი. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. ამ ქვენის ბედი მთლად კარგად ვერ არის და ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის, საჭიროებს ცვლილებას, რადგან რეალურად დაჭაობებული პოლიტიკური სისტემაა. გვყავს ბელადების პარტია. ნებისმიერი პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების დახლეჩას. ამდენად, მსურს აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას“.

რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში ალეკო ელისაშვილისგან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^