Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: ნარკოპოლიტიკაზე საპატრიარქოს პოზიცია კანონპროექტის პრინციპებთან თანხვედრაშია

12 იანვარი, 2018 13:06

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაში ასახული პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტის პრინციპებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია. 

ზოიძის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომას ეხმაურება. 

„პაკეტში იგივე პრინციპებია ჩადებული. ეს პრინციპებია, ერთი მხრივ, დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამავრცელებლებთან და მეორე მხრივ, საპატიმრო სასჯელით დასჯის ნაცვლად, ზრუნვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა საუბარია მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობის ფლობაზე. ეს არის კანონპროექტის ძირითადი პრინციპი. ის, რომ ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას ჩვენც ვაცხადებთ და მომავალშიც განვაცხადებთ. პრევენცია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ შემცირდეს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ჩვენ ვართ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის წინააღმდეგი. შესაბამისად, მიდგომა და პოზიციები, რაც საპატრიარქოს განცხადებაშია გადამოცემული და რაც გვაქვს ჩვენ, ერთმანეთს ეხმიანება და ეთანხმება“, - განუცხადა ზოიძემ. 

მისივე თქმით, პროექტის ინიციატორების მიზანი და სურვილია, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შეიძლება ფართო დისკუსიისა და საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდეს. 

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც არ იქნება ყოველმხრივ შეჯერებული. არის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ეს ასახულია იმ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური დისკუსია მიდის და ჩვენ შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. ჩვენ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს არც ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას, არც პოპულარიზაციას. პირიქით, ეს იქნება ერთადერთი მდგრადი გზა ნარკოტიკების მოხმარების შემცირებისა და ნარკოდამოკიდებულების უზარმაზარი პრობლემის აღმოფხვრისაკენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

საპატრიარქოს საჭიროდ მიაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

სარეაბილიტაციო ცენტრების განვითარების გეგმა, რომელიც ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს ერთვის

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 იანვარი
18 იანვარი

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილ ...

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ლიბერალს“ ...
18 იანვარი
18 იანვარი

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდამსხმელები ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. რო ...
18 იანვარი
18 იანვარი

დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ ...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პ ...
^