Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა

12 იანვარი, 2018 13:11

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა. ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მოსამართლემ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი კეზერაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთის გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.


დავით კეზერაშვილი დღეისთვის არც ერთ საქმეზე არ არის მსჯავრდებული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^