Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის შესახებ საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

12 იანვარი, 2018 14:43

„მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის - აირჩევენ საღ აზრს, მეცნიერულ მიდგომას და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებას თუ დაემორჩილებიან ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მოწოდებას, რომელიც ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს და ირაციონალურ შიშებს ეფუძნება", - წერს Facebook-ის პირად გვერდზე „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ. 

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს ეს ცივილიზაციური კონფრონტაცია, კონკრეტულად ორი რამე დღესვე არის გარდაუვალი:

„მარიხუანაზე კონკრეტულად გვაქვს ახალი რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პოლიტიკის მიმართულება უკვე განსაზღვრულია. მარიხუანასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დადო გადაწყვეტილება - ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან მარიხუანას მოხმარების გამო, რადგან ეს არის მისი თავისუფლების ნაწილი.

ცალკე თემაა მძიმე ნარკოტიკები, რომლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა იჯდნენ, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას.

მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი ახლავე. დღესვე. ელემენტარული საღი აზრის საკითხია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^