Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მარიამ და ხუანმა მოწიეს შეკეთებული სიგარეტი" - შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში

12 იანვარი, 2018 16:27

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს ხვდებიან.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა მეცნიერმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ ჯანაშიამ ტერმინ „მარიხუანასთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

„მარიხუანა ეს არ არის სწორი ტერმინი. სწორი ტერმინია კანაბისი. მე მეცნიერებათა აკადემიაში ვარ და მარიხუანა ეს არის სლენგი... იყო მარია და ხუანი. ეს ორი ადამიანი გაერთიანდა, მოწიეს ეს შეკეთებული სიგარეტი და მერე გამოვიდა პაპიროსი - მარიხუანა. ამიტომ ჩვენ ამას უნდა შევეშვათ ნელ-ნელა და უნდა გადავიდეთ უფრო სწორ ტერმინოლოგიაზე", - თქვა შეხვედრაზე ჯემალ ჯანაშიამ.

მისი თქმით,  როგორ შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაში.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქართული საკანონმდებლო არქიტექტურა მთლიანად დაარღვია, გამოიყენა ტერმინი „მარიხუანა“. როგორ შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაში, რომელმაც ერთი მეორეზე მიაწყო ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც შექმნა კოლიზია ქართულ კანონმდებლობაში“, - განაცხადა ჯემალ ჯანაშიამ.

ჯემალ ჯანაშია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და გენერალ-მაიორია. იყო საქართველოს შსს სამმართველოს უფროსი (1993-1994) და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე 1997-1998 წლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^