Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარია შს მინისტრთან შეხვედრაზე: შევეხეთ ბოლო დროს გახმაურებულ და პრობლემურ ინციდენტებს

12 იანვარი, 2018 16:50

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლად შექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, "- ამბობენ უწყებაში. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები - თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებთან მიმართეითაიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც პრობლემატურია განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე, შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობისა და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები და, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ ცალკეულ ინციდენტებს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩვენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვა ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში," - აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^