Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლორთქიფანიძე: გთავაზობთ შევქმნათ ნარკოზონები, როგორიცაა ლეპრაზორიუმი კეთროვნებისთვის

12 იანვარი, 2018 17:07

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ საზოგადოებას შესთავაზა, შეიქმნას ნარკოზონები, სადაც ნარკომომხმარებლებისთვის სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმი მოეწყობა. 

„რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც დღემდე სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმები რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ ადიქციური ქცევის მატარებელი ნარკომომხმარებლის იზოლაცია მოხდეს.  თუ ვსაუბრობთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რას ვგულისხმობთ, რომ ნარკომომხმარებლებს ვუუმჯობესებთ პირობებს და კომფორტს ვუქმნით, თუ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, რომლებიც უცილობლივ ზარალდებიან, საშინლად თანაც, ადიქციური ქცევების მატარებელი ნარკომომხმარებლების მხრიდან. მაშინ სად არის თუნდაც ერთი ჩანაწერი, ჰიპოთეზა, გამოთქმული აზრი, რომ უნდა დავიცვათ ნარკომომხმარებელთა ქცევისგან დაზარალებული საზოგადოება.

დიახ, მე გთავაზობთ ნარკოზონებს,  არსებობს სპეციალური ნარკოზონები, როგორიცაა ლეპრაზორიუმი კეთროვნებისთის. ასეთი ნარკოზონა, ამ შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულება ლეპრაზორიუმი და ჩასაფრებულ ზოგ-ზოგიერთებს ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ, რადგან მაინც ჩიხში შევლენ. ანალოგიური სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმები უნდა მოეწყოს საქართველოში, თუ გვინდა დედები, მამები, ცოლები, შვილები დავიცვათ ამ უმძიმესი ზემოქმედებისგან", - ამბობს დიმიტრი ლპრთქიფანიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^