Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონი პლენარულ სხდომაზე არ გავა

12 იანვარი, 2018 19:12

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ  ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე შეჯერდება. ის ვარაუდობს, რომ განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება. 

"განხილვის შემდგომი ნაბიჯი არის იურიდიული კომიტეტი, შემდეგ პლენარული სხდომა. არ მოხდება ეს განხილვა ვიდრე უმრავლესობა არ შეჯერდება პოზიციაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული უმრავლესობა შეჯერდება კანონპროექტზე და შემდეგ განახლდება საკანონმდებლო განხილვა. შეჯერება მოხდება იმ პრინციპებოს გარშემო, რაც გამოითქვა დღესაც, გუშინაც, რომ ნარკოტიკების გასაღებასთან უნდა გაგრძელდეს დაუნდობელი ბრძოლა, პრევენცია უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი და მის მოხმარებაზე ადამიანებს უნდა დავეხმაროთ და არა დავიჭიროთ",- განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^