Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Genpud: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი პრობლემის გადაჭრის კომპლექსურ ხედვას ეფუძნება

13 იანვარი, 2018 16:54

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (Genpud) ეხმიანება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტში ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა უპირველეს ყოვლისა სწორედ განათლებას, მომავალი თაობის და საზოგადოების დაცვას და უსაფრთხოებას, ჯანდაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების დანერგვას და განვითარებას, სისხლით გადამდები ინფექციების პრევენციას, ზიანის შემირებას, დანაშაულის პრევენციას, კონტრაბანდასთან და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლას , ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის ხელის გაწოდებას და ჯანდაცვის, რეაბილიტაციის შეთავაზებას და სოციალურ რეინტეგრაციას გულისხმობს.

„ლიბერალი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, პრობლემის მქონე ადამიანები, ვეხმაურებით ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, უწმინდესის საშობაო ეპისტოლეს და საპატრიარქოს ბოლო დროინდელ განცხადებას კანონპროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან მიმართებაში ეკლესიის პოზიციის მნიშვნელობას. გამოვხატავთ მზაობას დიალოგის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რათა ნათელი წარმოდგენა შეექმნას დაინტერესებულ მხარეებს კანონპროექტის შინაარსთან და მის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის გამოწვევა და დროში გაჭიანურება, ნიშნავს იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გაურკვეველი ვადებით გაგრძელებას, რომლის ძალადობრივ მხარეს თავად ეკლესია საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ და საზოგადოება ეწინააღმდეგება.

ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი ვაფიქსირებთ პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ლეგალიზებას და წახალისებას! ჩვენი საზრუნავი და უპირველესი მიზანია მომავალი თაობა და საზოგადოება ავარიდოთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს და ნარკოტიკზე დამოკიდებული პრობლემის მქონე ადამიანებს შევთავაზოთ არა დასჯა, არამედ დახმარება!

როგორც ცნობილია, ნარკომანია პროგრესირებადი, ქრონიკული დაავადებაა, რომელმაც 21-ე საუკუნეში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, აქამდე არსებული ყველა ძალადობრივი კონცეფცია ეჭვქვეშ დააყენა. ნარკომანიასთან, როგორც დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიოს ცივილური ქვეყნების თანამედროვე გამოცდილება გულისხმობს პრობლემასთან და არა ადამიანებთან ბრძოლას, რაც ეფუძნება ჰუმანურ პრინციპებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მტკიცებულებებს. დღეს, ცივილური ქვეყნების ნარკოპოლიტიკის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, მისი ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე! მსოფლიოს პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საკმაოდ ძვირადღირებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა ვერ იქონია გავლენა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე, გავრცელების მასშტაბის შემცირებასა და ნარკოტრაფიკზე. სამაგიეროდ, ასეთი მიდგომების შედეგია მომხმარებელთა კრიმინალიზაცია, შესაბამისად მათი მარგინალიზაცია და ინფექციების მართვის სრული კოლაფსი, რაც გამოიხატა სხვადასხვა სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების სწრაფ გავრცელებასა და ეპიდემიებში.

ჩვენს ქვეყანაში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კი იყო ადამიანების და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იარაღი, რის საფუძველზეც მოხდა ათიათასობით ადამიანის კრიმინალიზაცია და დევნა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეელია ამ ძალადობრივ იარაღს და მანქანას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით. ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა უარყოფითად აისახა ნარკოტიკების მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და მთლიანად საზოგადოების ცხოვრებასა და სოციო-ეკონომიკურ სტატუსზე.

სამწუხაროდ, საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ქვეყანად, სადაც ნარკოტიკების პირად მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებების გამო ადამიანებს დევნიან, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ნარკოტიკი კვლავ რჩება ადამიანებზე ზემოქმედების და დევნის იარაღად. ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელი არაპროპორციულია, უთანაბრდება და აჭარბებს მძიმე დანაშაულების კატეგორიას. ქვეყანაში არ არის განვითარებული სისტემური სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევე როგორც ჯანდაცვისა და სოციალური კომპლექსური სერვისები. საქართველოში ნარკოტიკების ავად მოხმარებით გამოწვეული ზიანი თავს იჩენს ინდივიდის, ოჯახის, საზოგადოებისა და მთლიანად სახელმწიფოს დონეზე. პრობლემა გამოხატულია ციფრებში - დღეს სანდო სტატისტიკური მონაცმემების მიხედვით ქვეყანაში ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელთა რიცხვი 55 ათასს აღემატება. ყოველწლიურად იზრდება მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, ისევე როგორც ღრმავდება ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით პრობლემები. შესაბამისად იზრდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯი, რაც მძიმე ტვირთად აწვება გადასახადის გადამხდელებს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, მათი ოჯახის წევრებს და მთლიანად საზოგადოებას.

გამომდინარე პრობლემის მასშტაბიდან დგება კომპლექსური, დაბალანსებული და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებისა და პრაქტიკაში განხორციელების სასიცოცხლო აუცილებლობა. იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ასეთ რთულ მოცემულობას, ვიყოთ პრაგმატულნი და სამომავლოდ სწორად განვსაზღვროთ ნარკოპოლიტიკის სფეროში ამა თუ იმ სტრატეგიის მიზანშეწონილობა - უპირველესად ნარკომანია უნდა ვაღიაროთ, როგორც საერთო პრობლემა, რომელთანაც საზოგადოების ჩართულობისა და მისი ერთსულოვნების გარეშე ბრძოლა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.

უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ეკლესიას, როგორც სულიერებისა და პრობლემისადმი ჯანსაღი და პრაგმატული დამოკიდებულების ფორმირების აქტორს. პატრიარქის ეპისტოლეში მისი უწმინდესობა სწორედ ღვთის ნებას ქადაგებს, რაც ნათლად გვანახებს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრის პრაგმატული ხედვის აუცილებლობას და განათლების სისტემაში, მეცნიერული საფუძვლებით შესაბამისი ინტერვენციის მიზანშეწონილობას.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ის მიერ საქართველოს პარლამენტიში ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა უპირველეს ყოვლისა სწორედ განათლებას, მომავალი თაობის და საზოგადოების დაცვას და უსაფრთხოებას, ჯანდაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების დანერგვას და განვითარებას, სისხლით გადამდები ინფექციების პრევენციას, ზიანის შემირებას, დანაშაულის პრევენციას, კონტრაბანდასთან და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლას , ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის ხელის გაწოდებას და ჯანდაცვის, რეაბილიტაციის შეთავაზებას და სოციალურ რეინტეგრაციას გულისხმობს! ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ნარკოკანონმდებლობა პრობლემის გადაჭრის სწორედ კომპლექსურ ხედვას ეფუძნება.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი’“ აცნობიერებს რა პრობლემის არსსა და იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად იქნა გამოწვეული - მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოახდინოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება და იმპლემენტირება, რომლის მიხედვითაც ამოქმედდება ნარკოტიკების მომხმარებელი პირების სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობისა და ზიანის შემცირების სისტემა. 
სწორედ პრევენციასა და ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადი განვითარებაა ის გზა, რომელიც მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე, სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდით - მინიმუმამდე შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემურ მომხმარებელთა რიცხვს ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აარიდებს მომავალ თაობას და მთლიანად საზოგადოებას ნარკომანიის პრობლემის რისკებს.

პირველ რიგში სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულება და ადამიანის უფლებების დაცვა, ადრეული პრევენცია, სამკურნალო/სარეაბილიტაციო სერვისების განვითარება, ზიანის შემცირების კომპლექსური პროგრამები და ნარკომანიის, როგორც რთული ფსიქო-სომატური დაავადების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება- წარმოადგენს პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ იმ რეალურ კონცეფციას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია!

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს, სურს გამოხატოს ღრმა პატივისცემა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II -ისადმი. საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება, რომელშიც ყურადღება პრევენციაზე, ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეა გამახვილებული, საზოგადოებას უქმნის ცხოველ მოტივაციას იმისათვის, რომ გაითავისოს სოციალური პასუხისმგებლობა და ერთიანი ძალისხმევით ებრძოლოს ნარკომანიას, როგორც პრობლემას და არა ადმიანებს!

ჩვენი საერთო დევიზია - მზრუნველობა დასჯის ნაცვლად!", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^