თურქული მედიის ცნობით, ტრაბზონის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი ანკარიდან მოფრინავდა.
სამგზავრო თვითმფრინავში 164 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი მგზავრების ევაკუირება მოხდა.