Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო დროშის დღეს პრეზიდენტმა დროშა ეროვნული გმირების შვილებთან ერთად აღმართა

14 იანვარი, 2018 13:15

14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა.

სახელმწიფო დროშის ეტალონი რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაამზადეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა  ამ დღის აღსანიშნავად სახლებზე სახელმწიფო დროშები გამოკიდონ.

“ასევე, მე მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდნეტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე  სიმბოლურად აღმართონ დღეს საქართველოს სახელხმწიფო დროშა”, - თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია გაიმართა რეგიონებშიც. პარლამენტში კი ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას გამართავს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^