Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 იანვარი, 2018 11:59

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ ცნო  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). 

„2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელებს უჭერდა სახისა და ყელის არეში, ასევე ვ.ა.-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სახის არეში ხელი დაარტყა.  ვ.ა.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

სამართალდამცველებმა ვ.ა. 2017 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ვ.ა. სრულად  ცნო  დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების  აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^