Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ლევან ვასაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

15 იანვარი, 2018 12:04

გასულ კვირაში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.  ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ბიზნესმენმა თქვა, რომ  „აუტიზმის, დაუნის სინდრომის, გულის მანკისა და სხვა დაავადებებით  ბოლო წლებში ათიათასობით ბავშვი იბადება მამიკოების ნარკომანობის გამო.“

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი მარი კორკოტაძე ლევან ვასაძეს პასუხობს და ბოდიშის მოხდას სთხოვს. მარი კორკოტაძე ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ დამფუძნებელია. აღნიშნული ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვაზე მუშაობს. 

„მოვითხოვ, ლევან ვასაძემ გამოაქვეყნოს თუნდაც ერთი სარწმუნო კვლევა (ჩემი რჩევაა, ვიკიპედიით ნუ იხელმძვანელებთ, ბატონო ლევან, რადგანაც ნებისმიერს შეუძლია ვიკიპედიაში თავისი დილეტანტური აზრების დაწერა), სადაც წერია, რომ აუტიზმი, „ნარკომანი“ მშობლების გამო ემართებათ ბავშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოგვიხადეთ ბოდიში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს, რომ იმ 256 ათასმა ადამიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი, რათა მერე შემთხვევით ისევ არ გადავაწყდე ისეთ კომენტარებს, რომელზეც ზემოთ დავწერე.

ჩემი რჩევაა, მეტი ინფორმაცია წაიკითხოთ აუტიზმის შესახებ, რომ ილიას ხერხივით თქვენც გქონდეს და სხვასაც მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ცოდნა და განათლება. თქვენივე სიტყვებს მოვიშველიებ და გეტყვით, რომ შეწყვიტოთ „ფლიდი აპელირება“ და ჩვენით და ჩვენი შვილებით სპეკულირება. თქვენი მე-9 ტელემიმართვა სწორედ, რომ „სიბინძურის, მორალური და ფიზიკური დეგრადაციის სამარცხვინო და დასაცინი მაგალითია”. დიახ! თქვენ ჩვენ დაგვცინით!“ - ნათქვამია მარი კორკოტაძის მიმართვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ბრალდებით ...

მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიებ ...
22 მაისი
22 მაისი

ვასილ მაღლაფერიძე ნინია კაკაბაძის განცხა ...

„ნინია კაკაბაძემ თავად უნდა გადაწყვიტოს, სასამართლოში წავა, თუ რამე სხვა ინსტანციაში", – ასე პასუხობს პ ...
22 მაისი
22 მაისი

მემანქანეების პროფკავშირის წევრი: 3 ივნი ...

3 ივნისს მოგვიწევს გადასვლა საგაფიცვო პერიოდზე და მეტროპოლიტენის გაჩერება, - ამის შესახებ მეტრო „რუსთაველთან" ...
^