Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

15 იანვარი, 2018 17:06

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო. „მაუწყებლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით გადაეგზავნება. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის გარშემო პოზიციების შეჯერებისთვის დისკუსიები გაიმართა, თუმცა ორი პრობლემური საკითხი მაინც დარჩა. პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შესვლაა, მეორე კი მისთვის შესყიდვების გამარტივება.

საქართველოში ის ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია.“ - განაცხადა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისთავად როგორც სიკეთე არ უნდა დაუპირისპირდეს მეორე სიკეთეს - მედიამრავალფეროვნებას, რომელსაც სარეკლამო ბაზარზე შესვლით პრობლემას შეუქმნის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არასწორად შეიცვალა ამ საკანონმდებლო პაკეტში შესყიდვების რეგულაციის საკითხიც, რომელიც არსებულ კანონში პრობლემური იყო, მაგრამ ცვლილებებმა ის ხისტი რეგულაციები ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების ნაცვლად, საერთოდ გააუქმა.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტს 63 მომხრე ჰყავდა, 3 კი მოწინააღმდეგე.

საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საპარლამენტო განხილვების პარალელურად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. 12 დეკემბერს ცვლილებებს გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც წერდა, რომ „სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე“. 

საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც. კომიტეტის აპარატში კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 11-მა დეპუტატმა მისცა, მის მხარდასაჭერად კი ხელი არცერთ დეპუტატს არ აუწევია. მიუხედავად ამისა, ის პლენარულ სხდომაზე მაინც გავიდა.

საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებებზე სასაუბროდ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ შერეულ ფორმატში განხილვაზე უარი განაცხადა და მისი წევრები მარგველაშვილთან „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე სასაუბროდ ცალკე მივიდნენ.

კერძო მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეხვედრის შემდეგ მოუწოდეს, რომ პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მისთვის ვეტო დაედო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ კი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კომერციული ტელევიზიების წარმომადგენლებს მოუწოდა, „ტრაგიკულად ნუ დახატავდნენ ვითარებას, რომ თითქოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ საარსებო წყაროს ართმევთ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^