წუხელ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმარი მოკლეს. „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თავდამსხმელები ოჯახის კუთვნილ მინი მარკეტს ძარცვავდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მისი მფლობელები დაახლოებით 66 წლის კაცი და 58 წლის ქალი მოკლეს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.