Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება თბილისის მერიაში

15 იანვარი, 2018 13:53

დღეს თბილისის მერმა მერიის სტრუქტურული რეფორმების გეგმა წარადგინა, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება.

მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სტრუქტურის ახალი მოდელის მიხედვით, ურბანული განვითარების მიმართულება არქიტეტურის სამსახურის ფუნქციებისგან გაიმიჯნება.

„არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისების განვითარებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება“ - აცხადებენ მერიაში.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში იგეგმება ის არის, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება.

„ახალი სამსახური არა მარტო მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრის, მწვანე სივრცეების განვითარებისა და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნის მიმართულებით იმუშავებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქმშენებლობის პროცესში და კოორდინაციაში იქნება ურბანული განვითარების სამსახურთან, შეიმუშავებს ტყის მართვის პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ნებართვის გაცემას“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.

რაც შეეხება ტრანსპორტის სამსახურს, მას ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

სიახლეა ისიც, რომ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები ორის ნაცვლად ერთ საქალაქო სამსახურში გაერთიანდება.

ამ მიზნით კულტურის საქალაქო სამსახურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ერთმანეთს შერწყმება და ახალ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება.

მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ცენტრალიზდება.

თბილისის, მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, დღეს, მერიის სტრუქტურული რეფორმა წარადგინეს, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება. მერიაში აცხადებენ, რომ რეფორმის მიზანი მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^