Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ 14 ჭრილობა მიაყენა, გაუმჯობესდა

15 იანვარი, 2018 15:00

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ პირველ საავადმყოფოში უთხრეს, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. შსს-ს ცნობით, 13 იანვარს ფ.ფ. და მის მეგობარი გ.დ. დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფილმა მეუღლემ ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა. 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა -  4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი მუცელში. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^