Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბაშიშვილი: წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა

15 იანვარი, 2018 16:14

იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სახლიდან გაასახლა - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მცდელობას, რომ კომისია გაეძლიერებინა, მინისტრის გაღიზიანება მოჰყვა, რაც გაუგებარია.

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში პრეზიდენტის მიერ 26 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც 4 წევი იყო, კიდევ ორი წევრი დაემატა - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

თამარ ლალიაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა, აბაშიშვილის თქმით არც ერთ უწყებას არ წარმოადგენს და მაღალი კვალიფიკაციის იურისტია.

აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის „სრულიად გაუგებერია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშსწორება კომისიი წევრების მიმართ”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^