Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები საჭირო იყო, თუმცა ვეტოს გამო ვიმსჯელებთ

15 იანვარი, 2018 18:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტმა კანონი კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე მიიღო, მაგრამ ვეტოს გამო ამ საკითხებს კიდევ ერთხელ გადახედავენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება - დაახლოებით 50 მილიონი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. თუ არ გვინდა ცვლილებები, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვფიქრობთ, ისინი აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიზაროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო. „მაუწყებლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით გადაეგზავნება. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის გარშემო პოზიციების შეჯერებისთვის დისკუსიები გაიმართა, თუმცა ორი პრობლემური საკითხი მაინც დარჩა. პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შესვლაა, მეორე კი მისთვის შესყიდვების გამარტივება.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტს 63 მომხრე ჰყავდა, 3 კი მოწინააღმდეგე.

საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^