Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კეტრინ დენევმა სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მოუბოდიშა

15 იანვარი, 2018 19:11

კეტრინ დენევმა ქალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების მსხვერპლები გახდნენ მოუბოდიშა. ფრანგმა მსახიობმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ქალების მიერ დაწყებული კამპანია „მეც“ დაგმო და კაცების „არშიყის უფლება“ დაიცვა. ის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო იმ 100 ფრანგ ქალს შორის, რომლებმაც ღია წერილით გააკრიტიკეს ეს კამპანია. დღეს კი დენევიმ დისტანცია დაიჭირა ხელმომწერთა ნაწილისგან და თქვა, რომ ის არ ეთანხმება ზოგიერთ ქალს, რომელიც ქალზე ძალადობას ნორმად მიიჩნევს.

„ბოდიშს ვუხდი მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ამ საშინელმა წერილმა აღაშფოთა. ბოდიში მათ და მხოლოდ მათ“, - თქვა დენევმა და დასძინა, რომ ის იმ აქტივისტთა წინა რიგებში იყო, ვინც 70-იანი წლების საფრნაგეთში აბორტის ლეგალიზებას შეუწყო ხელი.

დენევის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ ღია წერილზე ზოგიერთი ხელმომწერის პოზიცია, რომლებიც გაუპატიურებაში სიამოვნებას ხედავენ. ის ყოფილ პორნომსახიობსა და ტელწამყვან ბრიჯიტ ლეჰიუს გულისხმობდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ზოგიერთი ქალი გაუპატიურების დროს ფიზიკურ სიამოვნებას ღებულობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^