NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით,მოსახლეობის 60% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
60%-დან, ვინც დავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს.
რაც შეეხება ოჯახის დანახარჯებსა და შემოსავლებს, მოსახლეობის 21% ამბობს, რომ გასულ თვეს მისი ოჯახის შემოსავალი 301-500 ლარს შეადგენდა, ხოლო 17%-ის განცხადებით, მათი ოჯახის შემოსავალი 181 – 300 ლარი იყო.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
2, 298 დასრულებული ინტერვიუ (გამოპასუხება 48%);