Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოქალაქეთა 41% ფიქრობს, რომ სამხედრო ძალით რუსეთი აშშ-ის სჯობს

16 იანვარი, 2018 11:44

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ სამხედრო ძალით რუსეთი აშშ-ს აღემატება. კითხვაზე, „რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო ძალის თვალსაზრისით, რუსეთი თუ აშშ?“ მოქალაქეთა 41%-მა უპასუხა, რომ რუსეთი უფრო ძლიერია. 36% ფიქრობს, რომ ამერიკა აღემატება რუსეთს. გამოკითხულთა 15%-ის აზრით რუსეთსა და აშშ-ს თანაბარი სამხედრო ძალა აქვთ, 8%-მა კი შეკითხვას ვერ უპასუხა.

ამასთან, მოქალაქეთა უმეტესობა ეთანხმება აზრს, რომ საქართველოში არსებობს რუსული პროპაგანდა. გამოკითხულთა 53%-ის აზრით რუსული პროპაგანდა არსებობს, 30% ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, 17%-მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდაა. მოქალაქეების 29% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, გამოკითხულთა 26%-მა კი შეკითხვას ვერ უპასუხა. ევროკავშირთან დაახლოებული მონაცემებია საქართველოში აშშ-დან მომავალი პროპაგანდის არსებობაზე. გამოკითხულთა 44% საქართველოში აშშ-დან მომავალი პროპაგანდის არსებობას ეთანხმება, 28 კი არ ეთანხმება. ასევე მოქალაქეთა 28%-მა ამ შეკითხვას უპასუხა, რომ არ იცის, არის თუ არა ჩვენთან აშშ-დან მომავალი პროპაგანდა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა

(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^