Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Freedom House: საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომლებიც განსაკუთრებული დაკვირვების ღირსია

16 იანვარი, 2018 13:12

დემოკრატია კრიზისშია - ასეა დასათაურებული ანგარიში, რომელიც Freedom House-მა დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სურათი დაფიქსირდა.

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და იმ ქვეყანათა შორის არის მოხსენიებული, რომლებიც, დემოკრატიის ტრაექტორიის ცვლილების თვალსაზრისით, განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტია.

2018 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც თავისი კარჩაკეტილი მილიარდერი გულშემატკივრის ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, დანაწევრებული ოპოზიციის მომავალ არჩევნებში კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ ხდის და პარტიის ხელში მართვის სადავეებს პოტენციურად კიდევ რამდენიმე წელწადს დატოვებს“.

ამ ჩამონათვალში საქართველოს გარდა კიდევ 9 ქვეყანაა, მათ შორის ავღანეთი, ერაყი, საუდის არაბეთი და აშშ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევრაზიაში დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხე ავტორიტარული ძალების მიერ მათი კრიტიკოსების დასასჯელად საზღვარგარეთ ხელის გადაწვდენაა.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში მოიტაცეს მამაკაცებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად საუბრობდნენ, გადაიყვანეს საზღვარზე აზერბაიჯანში, რითაც ძლიერდება გატაცებაში ქართული მხარის მონაწილეობის ეჭვი“ - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, თავისუფლების ხარისხი მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა თურქეთს აქვს. მისი მაჩვენებელი 34 ერთეულით გაუარესდა და ნაწილობრივი თავისუფალი ქვეყნის სიიდან არათავისუფალი ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხის კლება დააფიქსირა.

„მნიშვნელოვან შენიშვნებს შორის აღმოჩნდა პოლიტიკაში ფულის გავლენა, საკანონმდებლო დისფუნქცია, სისხლის სამართლის სისტემაში მნიშვნელოვანი უთანასწორობა“.

ამჟამად აშშ-ს 100-ქულიანი სისტემიდან 86 ქულა აქვს მინიჭებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^