Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა რატიანის საქმეზე სააპელაციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

16 იანვარი, 2018 14:34

სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, გარდა დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებისა; აქვე აღნიშნულია, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც აღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„ნიშანდობლივია, რომ კანონი პირდაპირ მოითხოვს სპეციალური საპოლიციო კონტროლის მონაწილე პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების არმოპოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებისთვის დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.

სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და იმედს გამოთქვამს, რომ წინამდებარე მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს. ის სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა სცემეს

რატომ დააკავეს და სცემეს ზვიად რატიანს პოლიციელებმა - რას ჰყვება პოეტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^