Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა ივანიშვილი, გოგი თოფაძე და გიორგი რამიშვილი თეატრალურმა საზოგადოებამ დააჯილდოვა

16 იანვარი, 2018 18:38

ქართული თეატრის დღეს თეატრალურმა საზოგადობამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ შორის რამდენიმე ბიზნესმენთა ერთად მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

„არტინფოს“ ცნობით, აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში მსახიობებისა და თეატრში მომუშავე ადამიანების ჯილდოებთან ერთად გაიცა „დავით სარაჯიშვილის პრემიაც“. ის თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის აზრით მეცენატებს გადაეცათ. ჯილდოს პირველი მფლობელები გახდნენ ბიძინა ივანიშვილი, გოგი თოფაძე, თელავის ღვინოს მარანი, ლაშა პაპაშვილი, ელგუჯა ბუბუტეიშვილი და გიორგი რამიშვილი.

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის ცნობით, „დავით სარაჯიშვილის“ პრემიასთან ერთად გაიცა სახელობითი პრემიები, თეატრალური საზოგადოების წოდება „ამაგდარი“, პრემია „ჭინჭრაქა“ და სხვა ჯილდოებიც.

სახელობითი პრემიები გადაეცათ სოსო ნემსაძეს, ზურაბ ყიფშიძეს, მაია ცეცხლაძეს, ვენერა ფეიქრიშვილს, მირიან შველიძეს და მურთაზ მურვანიძეს.

ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით, ერთჯერადი პრემია „ვერიკო 120“ გადაეცათ ნინო ანანიაშვილს, კირა მებუკესა და გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლ „ალჟირს“.

თეატრალური საზოგადოების წოდება „ამაგდარი“ საქართველოს თეატრებში მომუშავე 24 ადამიანს გადაეცა, რომლებიც თეატრში სცენის მიღმა 50 წელზე მეტი ხანია მუშაობენ. მათ შორის იყო 93 წლის გიორგი მერგელოვი, რომელიც თეატრში 76 წელია მუშაობს.

ხვთისიაშვილის მიხედვით, „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა „ყველასთვის ძვირფას ქუთაისელს - მაია პაქსაშვილს“.

ასევე დაფუძნდა სახელობითი პრემია „ჭინჭრაქა“ საუკეთესო საბავშვო ან/და თოჯინური სპექტაკლისთვის. გიორგი ჯაბადარის სტუდიის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით კი „ჯაბადარის პრიზი“. როგორც დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს, ამ პრიზით დაჯოლდოვდნენ „თეატრალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პირები“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^