გორში N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა „ლიბერალს“ დაუდასტურეს. მათი თქმით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
1tv-ის ცნობით, წაღებულია ორი კომპიუტერი და ტელევიზორი. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღში დარაჯი არ იმყოფებოდა.