Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატების თქმით, ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა

17 იანვარი, 2018 12:30

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების თქმით, ბიზნესმენი ჟენევაში სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენება შვეიცარიული კომპანიის წინააღმდეგ უნდა მიეცა, რომელსაც ის 150 მილიონ დოლარს ედავება.

მოპასუხე მხარემ ივანიშვილის მიერ დასახელებულ ამ მიზეზში ეჭვი შეიტანა და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა ითხოვა, დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი, ივანიშვილისთვის თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მოსამართლემ მოპასუხის ეს პოზიცია არ გაიზიარა.

ივანიშვილის მტკიცებით, მისი რუსეთში ყოფნის დროს, Credit Suisse-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფინანსურმა მენეჯერმა პატრიკ ლესკადრონმა ეს თანხა სხვა კლიენტებთან დანაკარგების გადასაფარავად გამოიყენა და წამგებიან ბიზნესში დააბანდა.

თავად ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას თავის კლიენტთან, ბიძინა ივანიშვილთან, ათანხმებდა. 

ლე ტემპსის მიხედვით, ივანიშვილსა და ლესკადრონს შორის დავა იმდენად მასშტაბური გახდა, ორივე მხარემ არაერთი ადვოკატი ჩართო. ამის გამო, სასამართლო პროცესისთვის დარბაზის გადაკეთებაც კი დასჭირდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^