Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქვლივიძის ადვოკატი: იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლებს

17 იანვარი, 2018 12:55

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბასიანთან“ ორი პირის დაჭრაში და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა, დავით კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსების, თამარ ჩუგოშვილისა და შს მინისტრის მოადგილის, მეზვრიშვილის  განცხადებები  პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე. დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, მოსამართლე პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლებს. 

„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბოლოდროინდელი განცხადებები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის, შსს მინისტრის მოადგილის ქალბატონ მეზვრიშვილის საჯარო განცხადებები პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე და წარმოადგენს სასამართლო საქმეებში ჩარევას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პირდაპირ განაცხადა რომ მოსამართლის გადაწყვეტილება რომელიც გადასაჩივრებულია თურმე რეპუტაციულ ზიანს აყენებს სასამართლო სისტემას და აჩენს კითხვებს, სერიოზული დაზიანებები ჰქონიათ დაზარალებულებს და მე რო ვყოფილიყავი მოსამართლე მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი ამ საქმესო. ეს ერთი და მეორე - მეზვირიშვილი პირდაპირ აცხადებს რომ საქმე გვაქვს პოლიციელებზე პირდაპირ თავდასხმასთანო და პოლიციას გვერდზე დავუდგებითო. დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს რომ თქვენ ამ პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლებთ“,-განაცხადა პროცესზე დავით კორკოტაშვილმა. 

 თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ „ბასიანის" თანამშრომლების დაჭრაში და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რის შემდეგაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. 

გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის  მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე  დაზიანება  მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები  მიაყენა კლუბ  „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^