Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა იმნაძე: ცოფის ვაქცინას, რომელიც ხმარებიდან ამოვიღეთ, არც ერთი გართულება არ მოჰყოლია

17 იანვარი, 2018 17:45

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ვაქცინას, რომელზეც აუდიტის სამსახური წერს, გართულებები არ მოჰყოლია. როგორც „ლიბერალს“ იმნაძემ განუმარტა, ვაქცინა კანონმდებლობის დაცვით შემოვიდა საქართველოში, მაგრამ შემდეგ მის მწარმოებელ კომპანიას პრეკვალიფიკაცია მოეხსნა და ის ხმარებიდან ამოიღეს.

„არავითარი საფრთხე არ ყოფილა. პირველ რიგში, საუბარია ცოფის ვაქცინაზე და შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, ის ეხებოდა ბავშვებს. ეს ვაქცინა შემოვიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იქ არის სამი სხვადასხვა პუნქტი, როგორ შეიძლება წამლის შემოტანა ქვეყანაში. არც ერთი გართულება და მით უმეტეს, არც ერთი ცოფის შემთხვევა არ ყოფილა ქვეყანაში.

ვაქცინის გამომშვებ კომპანიას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუხსნა პრეკვალიფიკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამოვიღეთ მაშინვე ვაქცინა, როგორც კი ორ თვეში პროცედურულად შესაძლებელი გახდა. მაგრამ უვაქცინოდ ხომ არ დავტოვებდით ხალხს ორი თვე და ცოფით ხომ არ დავხოცავდით?! ამ ვაქცინას მანამდეც ვიყენებდით და ამ ორი თვის განმავლობაშიც გამოვიყენეთ. ცოფის შემთხვევა არ ყოფილა და გართულებაც არ ყოფილა. ხოლო ცოფის ვაქცინა თუ არ გაუკეთდა ადამიანს, ის მოკვდება.“ - უთხრა პაატა იმნაძემ „ლიბერალს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელ ...

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ.  „ყაზტრა ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები დ ...

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლებს პოლი ...
^