Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია წულუკიანს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკაზე უწყებათაშორისი კომისია მოიწვიოს

17 იანვარი, 2018 21:35

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებს, რომ „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა მოიწვიოს.

მისი თქმით, კომისია არის კარგი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება.

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას -  უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, ძალზედ კარგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას [წულუკიანს], რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, უწყებაში აშკარად ხედავენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია.

„ამიტომ ვთვლით, ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, უნდა მივსჯელოთ ბევრი, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს კომპლექსური და დასაბუთებული მიდგომა, მაგრამ უკვე წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.

--

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია.

მის ამ განცხადებას უკმაყოფილება და ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მინისტრს განმარტებები მოსთხოვეს „თუ რას გულისხმობს „ლიბერალიზაციის" ბუნდოვან ტერმინში, რადგან [პარლამენტში] ინიცირებული კანონპროექტი ნარკოტიკების  არა შემოტანასა და გავრცელებას, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება“.

13 ოქტომბერს თეა წულუკიანმა სამოქალაქო საზოგადოებას ვიდეოკომენტარით უპასუხა და ამცნო, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გააუქმა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

მისი თქმით, სხდომა მანამდე არ ჩატარდებოდა, „სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე“.

წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: შეხვედრა აღარ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

დუმბაძე; ვაშაძემ სახარება მოიტანა და აღთ ...

„ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენათი დავადასტურე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა და ურთიერთობა“, – ამის შესახ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

აკაკი ასათიანმა და ვახტანგ გაბუნიამ კუკა ...

დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და &b ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

საგანგებო: მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირენულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის ...
^