Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანის თქმით, ნარკოპოლიტიკაზე უწყებათაშორის კომისიას უახლოეს დღეებში მოიწვევს

17 იანვარი, 2018 22:34

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს" მორიგ სხდომას უხალოეს დღეებში, ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე მოიწვევს. ამის შესახებ მან განცხადება კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუნძულ ანტიგუადან გააკეთა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელი იქნება, თუკი ნარკოპოლიტიკის შესახებ საკითხებზე მუშაობა, უწყებათაშორის იმ ფორმატს დაუბრუნდება, რომელიც ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობდა.

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა მოიწვიოს.

მისი თქმით, კომისია არის კარგი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება.

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას -  უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, ძალზედ კარგი, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას [წულუკიანს], რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ“, - განაცხადა გახარიამ.

--

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია.

მის ამ განცხადებას უკმაყოფილება და ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მინისტრს განმარტებები მოსთხოვეს „თუ რას გულისხმობს „ლიბერალიზაციის" ბუნდოვან ტერმინში, რადგან [პარლამენტში] ინიცირებული კანონპროექტი ნარკოტიკების  არა შემოტანასა და გავრცელებას, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება“.

13 ოქტომბერს თეა წულუკიანმა სამოქალაქო საზოგადოებას ვიდეოკომენტარით უპასუხა და ამცნო, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გააუქმა, რომელიც 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

მისი თქმით, სხდომა მანამდე არ ჩატარდებოდა, „სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე“.

წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: შეხვედრა აღარ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^