Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოსახლეობის 47%-ისთვის სექსუალური უმცირესობებისადმი კაშიას მხარდაჭერა მიუღებელია

18 იანვარი, 2018 11:23

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 52%-ს სმენია იმის შესახებ, რომ 15 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ „ვიტესის“ კაპიტანს, გურამ კაშიას მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაური ეკეთა. 

მოსახლეობის 76 %-ს არ მოეწონა კაშიას ეს ქმედება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება.  47%-ისთვის მიუღებელია კაშიას ეს ქმედება, ხოლო 31% მხარს უჭერს მის ქმედებას. 

გურამ კაშიას ქმედებას მხარს თბილისის მოსახლეობის 43% უჭერს, რაც სხვა დასახლებებთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 

მოსახლოების 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანების 35 % ფიქრობს, რომ კაშიას ქმედება მიუღებელია. ამავე ასაკის 41% ფიქრობს, რომ მისაღებია. 

ხოლო 56+ ასაკის ადამიანების 28 % უჭერს მხარს კაშიას ქმედებას. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

„სახლიდან მარიხუანის გარდა არაფერი ამოუღ ...

„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და ...
27 მაისი
27 მაისი

LIVE ►„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - კლ ...

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე  რეივ-აქცია მიმდინარეობს. „დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვც ...
27 მაისი
27 მაისი

„აღსრულდეს სამართლიანობა" - მოკლული დავი ...

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე თანადგომისკენ Facebook-ით მოუწო ...
^