Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოსახლეობის 77% სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას მხარს დაუჭერდა

18 იანვარი, 2018 11:47

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას. მხოლოდ 14% განაცხადა, რომ ის ამ კანონს არ დაუჭერდა მხარს.  

კანონს სექსუალური შევიწროების შესახებ მხარს დაუჭერდა თბილისის მოსახლეობის 76%, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – 82%. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის უმცირესობათა  დასახლებებში, 48% ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს მხარს დაუჭერდა. 

კანონს მხარს დაუჭერდა; კაცების 71% და ქალების 83%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9
პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 თებერვალი
23 თებერვალი

ელონ მასკი: არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს ...

„არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - martians“ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველი თა ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწე ...

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. რო ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ...

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვას გამო ...
^