Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: გამოკითხულთა 39%-მა არ იცოდა, რომ პუშკინის ქუჩაზე 1900 კვ.მ ნაკვეთი 1 ლარად გასხვისდა

18 იანვარი, 2018 12:21

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 58%-მა იცოდა, რომ 10 დეკემბერს თბილისის საკრებულომ პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 მ 2 მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს „თბილისის სითის“. გამოკითხულთა 39%-მა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. 

ინფორმირებული 58%-დან თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 73%-ისთვის ფაქტი მიუღებელია, ხოლო 19%-სთვის – მისაღები.  

2017 წლის 10 დეკემბერს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის წერილობით მოთხოვნას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ შპს „თბილისი სითისთვის“ პუშკინის სკვერთან არსებული 1900 მ 2 მიწის ნაკვეთი. პროექტი თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება  ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს. კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%-ია. 

ფოტო: საია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^