Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საახალწლო ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში განთავსება მერიას 80 000 ლარზე მეტი დაუჯდა

18 იანვარი, 2018 12:36

თბილისის მერიას 2018 წლის მისალოცი ვიდეოს სატელევიზიო ეთერში განთავსება ჯამში 80 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ახალი წლის მისალოცი ვიდეო მერიამ 3 ტელევიზიის ეთერში განათავსა: „რუსთავი 2-ის“, ტელეკომპანია „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“.

მერიას მისალოცი ვიდეოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განთავსება 39 461 ლარი დაუჯდა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში – 39 687 ლარი, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებელში“ – 2 162 ლარი.

„თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს“ – საახალწლო ვიდეორგოლის გადაღება-დამზადებაში მერიამ 115 186 ლარი გადაიხდა.  სარეკლამო ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი 40 წამია, წამში 25 კადრით და ის შეიცავს ინფორმაციას ახალი 2018 წლის მილოცვის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მერიამ შპს „ბეთერ ფლაის" მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად შემსყიდველი (თბილისის მერია) ირჩევს და არ ცხადდება ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც შეუძლია.

შპს „ბეთერ ფლაის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი არის დავით ჯაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დავით ჯაშმა 2016 წელს პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ამასთან, საახალწლოდ თბილისის მერიამ  კიდევ ერთი საინფორმაციო ვიდეორგოლი დაამზადებინა, რომელიც 57 731 ლარი დაჯდა.

საინფორმაციო ვიდეორგოლი - „გამოდი, გამოდი ახალი წელია“, 31 დეკემბერს, საახალწლო გალაკონცერტის ლოკაციებისა და ტრანსპორტის გადაადგილების შესახებ იძლევა ინფორმაციას.

ვიდეორგოლი, რომელშიც თბილისის მერიამ 115 186 ლარი გადაიხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^