Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: კაცსა და ქალს შორის თანასწორობას 16% ეწინააღმდეგება, გენდერულ თანასწორობას – 23%

18 იანვარი, 2018 12:40

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილი წარმოადგინა. პრეზენტაცია ეხებოდა პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობას განსხვავებული ასოციაციები უჩნდებათ, როცა ეკითხებიან კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე; გენდერულ თანასწორობასა და ფემინიზმზე. გამოკითხულთა 80%-ს დადებითი ასოციაცია აქვს კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე, 16%-ს უარყოფითი. 4%-მა უპასუხა, რომ „არ იცის“.

განსხვავებული მონაცემები მიიღო NDI-მ შეკითხვაზე, თუ როგორი ასოციაცია უჩნდებათ მოქალაქეებს გენდერულ თანასწორობაზე. ამ შემთხვევაში დადებითი ასოციაცია მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილს 67%-ს აქვს, ხოლო უარყოფითი 23%-ს.

მოსახლეობის კიდევ უფრო მცირე ნაწილს უჩნდება დადებითი ემოცია ტერმინ ფემინიზმზე. აქ გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს აქვს დადებითი ემოცია, ხოლო უარყოფითი, უფრო მეტს 34%-ს. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს მოქალაქეთა უმეტესობას. გამოკითხულთა 39%-მა არ იცის, თუ როგორი ასოციაცია უჩნდება ფემინიზმზე.

კვლევის საველე სამუშაოები მოიცავს 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^