Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს

18 იანვარი, 2018 12:53

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არსებული ფორმით შენარჩუნება ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

„დღეისათვის საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემორჩენილია საბჭოთა პერიოდიდან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს. მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა, აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია. მაგალითად, არ ითვალისწინებს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა:

- გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხელმძღვანელობა;

- უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა;

- ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელება და სხვა.

სასამართლო ამ ფორმით მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებით ყოველწლიურად ათასობით პირის საქმეს განიხილავს. მაგალითისათვის, მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 პირის საქმე განიხილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მექანიზმი გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ისე, რომ უფლებების სათანადოდ დაცვა სასამართლოში ვერ ხდება.  

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის გატარების უზრუნველსაყოფად საია იწყებს აქტიურ საქმიანობას და გამოიყენეს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შესაცვლელად, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით (ამ დრომდე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლებზე საია-ს უკვე აქვს წარდგენილი 4 საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც განხილვის პროცესშია). საია მზადაა რეფორმის გატარების ხელშესაწყობად ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფო უწყებასთან თუ სხვა დაინტერესებულ პირთან.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობა აღიარებულია ხელისუფლების მიერ, კოდექსის პროექტი, რომელზე მუშაობაც სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ დაახლოებით ორი წლის წინ დაასრულა, ამ დრომდე არ არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. ამიტომაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია რომ ხელისუფლებამ, ყველა დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით და ჩართულობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეული რეფორმა დაიწყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^