Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარია: ვაკვირდებით პროცესს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს

18 იანვარი, 2018 14:57

დღეს სახალხო დამცველის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდგომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შეხვედრისას შეფასდა თუ რამდენად საკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეწყალების აქტის განხორციელების გამო პასუხისგებაში მიცემულიყო.

„ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ პროცესს სასამართლოში, რაზეც დღეს იყო საუბარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს. რაც შეეხება ჩემს შეფასებებს, ამ ეტაპზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ შევაფასებთ და გვექნება პოზიციები, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაასაბუთა სასამართლომ ბრალი, რამდენად საკმარისი და სათანადო მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიცემულიყო პასუხისგებაში შეწყალების აქტის გამო. ესაა საკითხები, რომელსაც ჩვენ შევხედავთ, შევაფასებთ. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ესაა, ფაქტობრივად, პირველი პრეცედენტი საქართველოს კონტექსტში, ჩვენ ასევე ვახორციელებთ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასაც, რათა ვნახოთ ანალოგიურ სიტუაციებში რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, როგორც საერთაშორისო სასამართლოებს, ასევე დემოკრატიულ ქვეყნებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^