Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჯანელიძეს მიმართავენ

18 იანვარი, 2018 15:07

არასამთავრობო ორგანიზაციები: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საფარი“, EMC, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „მწვანე ალტერნატივა“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესახებ წერილობით მიმართავს.

„2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების შედეგად ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმებისა და საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის  შემუშავების პროცესში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, დაეფუძნება რა უკვე არსებულ გამოცდილებას. 

გვსურს მოგმართოთ თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებს მოგვცეთ საშუალება ჩავერთოთ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: მართლმსაჯულება, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა,  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები და გარემოს დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ღია ვართ თანამშრომლობისათვის და დაველოდებით სამუშაო ფორმატისა და თქვენი უწყებიდან შესაბამისი საკონტაქტო პირის განსაზღვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^