Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

18 იანვარი, 2018 17:21

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა  ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საერთო ინტერესებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნების დასავლური მისწრაფებების  მხარდაჭერა დაუდასტურეს.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სადაც ორმხრივ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საუბარი  გვქონდა ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო დისკუსია ჩვენი თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 თებერვალი
23 თებერვალი

ელონ მასკი: არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს ...

„არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - martians“ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველი თა ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწე ...

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. რო ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ...

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვას გამო ...
^