Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემქაზე მშენებარე შენობიდან მამაკაცი ჩამოვარდა

18 იანვარი, 2018 18:28

თემქაზე მშენებარე შენობიდან 27 წლის მამაკაცი ჩამოვარდა.

როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების შედეგად დადგინდება, რა გარემოებაში მოხდა შემთხვევა.

მათი თქმით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, როგორც ობიექტის დაცვის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ვარაუდობენ, რომ დაშავებულს საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. ასევე, აცხადებენ, რომ შენობიდან ჩამოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^