Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესმა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზე სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო

18 იანვარი, 2018 19:03

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2016 წლის 11 მაისს პირველმა ინსტანციამ ჰომოსექსუალი მამაკაცი პატიმრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა და ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებას დაავალა, რომ პატიმარი სამეურნეო ნაწილში აღედგინათ.

2014 წლის გაზაფხულზე პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხა. როგორც ადვოკატი ნინო ბოლქვაძე „ლიბერალთან“ ამბობდა, ეს გადაწყვეტილება პატიმართა ჰომოფობიური წერილების გათვალისწინებით მიიღეს. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე 

ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ აღნიშნული საქმე პრეცედენტულია ორი მიმართულებით, ერთი მხრივ, დისკრიმინაცია დაადგინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და, მეორე მხრივ, ამ საკითხზე [სეგრეგაციაზე] პირველად იმსჯელა სასამართლომ. 

„ძირითადი სარგებელი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა ისეთ სისტემურ პრობლემაზე, როგორიც არის სეგრეგაცია. მოპასუხის არგუმენტებით, ამას (სეგრეგაციას) ადამიანის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებდნენ, მოკლავდნენ და ამიტომ იძულებულნი ვიყავითო. მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ ეს გამართლება არ არის და ეს არის დისკრიმინაცია“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^