Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: ინფორმაცია, რომ ცოფის ვაქცინა იყო არალეგალური, სიმართლეს არ შეესაბამება

18 იანვარი, 2018 18:57

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გუშინ  გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება და რომ ის არ იყო რეგისტრირებული, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება, არ იყო რეგისტრირებული, საერთოდ არალეგალური იყო და მხოლოდ  კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, არ შეესაბამება სიმართლეს.  ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი“, - განაცხადა სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული ცოფის ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

„ჩვენ ვცდილობთ, ყველა ვაქცინა, რომელიც არის ბაზარზე, იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხერხდება. თუ პრეკვალიფიკაციას მოუხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არ ნიშნავს რომ ეს ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს.

თუმცა  შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება, ან სრულად უნდა შეგვეწყვიტა, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, და ამას დასჭირდებოდა სადღაც თვე-ნახევარი, ამ დროის განმავლობაში კი უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს, გარდაიცვლებოდა რამდენიმე, ან მეორე - გაგვეგრძელებინა ვაქცინაცია ისევ და გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩანაცვლებას დასჭირდა 5 კვირა. 20 მარტიდან უკვე ახალი ვაქცინით გავაგრძელეთ და იმ პერიოდში, არც მანამდე პერიოდში, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ მოჰყოლია“, - განაცხადა სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მიმართული იყო იმუნიზაციის დისკრედიტაციისკენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^